უმრავლესობის დეპუტატი – რუსეთი მართლმადიდებლობით ვაჭრობს, თურქეთი ქართველების თურქული წარმოშვებით

„თურქულ ისტორიოგრაფიაში უზარმაზარი მიმდინარეობაა, რომელსაც სურს დააჯეროს არა მარტო თურქები, არამედ ქართვეელბიც, რომ ქართველები ვართ თურქული მოდგმის ტომი, სკვითური მოდგმის. ანუ ჩვენ ფაქტობრივად თურქები ვართ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა ქუთაისში წიგნის პრეზენტაციაზე.

ლაზი მწერლის უმით ოსმანაღაოღლუს წიგნის „მე ლაზი ვარ“ პრეზენტაცია ქუთაისში სამეცნიერო ბიბლოთეკაში გაიმართა.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა ლაზებთან ურთიერთობის გაფართოებასა და გაღრმავებაზე ისაუბრეს. ურთიერთობის გააქტიურების აუცლებლობა ომარ ნიშნიანიძემ იმითაც ახსნა, რომ „თუკი რუსეთი მართლმადიდებლობით ვაჭრობს ჩვენთან თურქული სახელმწოფო ამით ვაჭრობს, რომ ჩვენ ქართველები ვართ თურქული წარმოშვების. მაგრამ მთავარია ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი საკეთებელი. ნებისმიერი ფორმით, განსაკუთრებით ურთიერთობით გავაბათ მაქსიმალური ხიდი, მაქსიმალურად ავუხსნათ მათ ვინ არიან, რა ფესვები აქვთ, რა წარმოშვების არიან, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ფსვები“, – აღნიშნა ნიშნიანიძემ.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s