ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე არქიტექტორთა კავშირის ყოფილ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსება იგეგმება.
აღნიშნულ შენობაში საინფორმაციო ცენტრი, მას შემდეგ გადავა, რაც ობიექტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თავის მხრივ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის ესკიზის შესაქმენლად ქალაქის თვითმმართველობა უახლოეს მომავალში კონკურსს გამოაცხდებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურში განმარტავენ, რომ შენობის მაკეტი განსაკუთრებული იქნება. რადგან, მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიას ძველი ქუთაისის იერსახე შენობის არქიტექტურული მოწყობითაც უნდა შეუნარჩუნდეს. არსებული ინფორმაციით, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია შუშის მოაჯირში ჩაისმევა.
“აღნიშნული შენობა ორსართულნახერიანია. საინფორმაციო ცენტრი გვინდა რომ იყოს სამსართულიანი.სადაც პირველ სართულზე ქართული ღვინოს მარანს გავაკეთებთ ტურისტებისთვის”, – აღნიშნა kutaisipost-თან საუბარში მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, სოსო გაბრიჭიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შენობის მოსაწყობად სავარუდოდ ნახევარი მილიონი ლარი იქნება საჭირო. რომელსაც ნაწილობრივ მუნიციპალური განგვითარების ფონდი, ხოლო ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსდება.
თეკლე მორგოშია