გამწვანების აქცია იუბილის აღსანიშნავად

ქუთაისში, დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის (ყოფილი მე-2 სამშობიარო სახლი) წარმომადგენლებმა ქალაქის გამწვანების ხელშეწყობის მიზნით ხეების დარგვის აქცია მოაწყვეს.
leri

აღნიშნული კლინიკის მიერ იქნა შეძენილი “ნეკერჩხლისა” და “ირმის რქის” ჯიშის ხეები. აქცია კლინიკამ 68 წლის იუბიელასთან დაკავშირებით მოაწყო.
აქციის მიზანი იყო ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეიტანა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მაგალითის მიცემა.
“დაგეგმილი გვაქვს მსგავსი სახის კამპანია რეგულარულად გაგრძელდეს და მასში ჩაერთოს კლინიკის ახალშობილების მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების სახელზე დარგავენ და შემდეგ იზრუნებენ კიდეც ამ ნარგავებზე”, – განმარტეს ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკის წარმომადგენლებმა.
ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა 68 წლის წინ, 1947 წლის 7 ნოემბერს გაიხსნა. კლინიკას და აქ მოღვაწე ექიმებს დიდი როლი მიუძღვით ქუთაისის სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის განვითარებაში, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დედათა და ბავშვთა პერინატალური სიკვდილიანობის შემცირების საქმეში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s