სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ზესტაფონში, ი/მ “რუსიკო ფანცულაიას” რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ინსპექტირებისას გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: ანტისანიტარია, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, რაც რესტორნისათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორის დაჯარიმების საფუძველი გახდა.
“ი/მ “რუსიკო ფანცულაია” მუშაობას განაახლებს მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ,” – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.
“ქუთაისიპოსტი”