დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის ძმას, ლევან ბობოხიძეს პატიმრობა სამი წლითა და 6 თვით მიესაჯა.
ლევან ბობოხიძეს ბრალად ედებოდა ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო გაცემა და საჯარო მოხელეებთან ყოველთვიური თანხების აკრეფა.
ლევან ბობოხიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მისი ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების წარმოადგენის შემდეგ, საქმეს გაასაჩივრებენ.