წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში, რესტორან “ნატახტარში” აფეთქების შედაგად ორი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილები რესტორნის თანამშრომლები არიან.
იმერეთის სამხარეო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, აკაკი ტყავაძის განმარტებით, შენობაში ბუნებრივი აირი აფეთქდა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია ათეთქება.
“ამ დროისთვის გამოიძიება მიმდინარეობს თუ რამ გამოიწვია აფეთქება”, – ამბობს ტყავაძე.
თეკლე მორგოშია