ზესტაფონში არსებული წმნიდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატი გაუქმდა. ზესტაფონის ბავშვთა სახლიდან ბავშვების დიდი ნაწილი სახელმწიფო ზრუნვაში დაბრუნდა.
მათი ნაწილი მინდობით აღზრდაში, ნაწილი – ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ნაწილი კი – ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია kutaisipost-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ცენტრში მოაწოდეს. ცენტრში აცხადებენ, რომ ზესტაფონში არსებული წმნიდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატი უკვე ერთ წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს.
საპატრიარქოს ბავშვთა სახლი ნინოწმინდაში აგრძელებს ფუნქციონირებას და ზესტაფონიდან ბავშების მცირე რაოდენობა იქ გადავიდა.
აღნიშნული ბავშვთა პანსიონატები წლების მანძილზე სახელმწიფო დაქვემდებარებაში არ ირიცხებოდა. ისინი უშუალოდ საპატრიარქოს პანსიონატებად ითვლებოდა.
ეკა კუხალაშვილი