ქუთაისის მერი – არის საშიშროება, რომ კონკურსი თავიდან გამოცხადდეს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ 196 ვაკანტურ ადგილზე 5006 განაცხადი შევიდა 1693 კონკურსანტის მიერ. აქედან, მეორე ეტაპზე მხოლოდ 881 ადამიანი გადავიდა.
shota

აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენცია მერის საკონკურსო-საატესაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა და ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ გამართეს.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კონკურსანტებს განცხადებები არასრულყოფილად ჰქონდათ წარმოდგენილი. თუმცა, მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლეთაც პირადობის დამადასტურტებული მოწმობის ასლი და კომპიუტერული ცოდნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ატვირთული, კონკურსში მონაწილეობის შანსი მისცეს.
“კონკურსის მკაცრი წესების დაცვით მეორე ეტაპზე მხოლოდ 407 ადამიანი გადავიდა. თუმცა, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით, 474 კონკურსანტს, რომლეთაც პირადობის მოწმობის ასლი და კომპიუტერული ცოდნის შესახებ ინცორმაცია არ ჰქონდათ მითითებული, შანსი მივეცით”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
“არის საფრთხე იმისა, რომ კონკურსი თავიდან გამოცხადდეს. თუმცა, ეს არ არის კატასტროფა. მაგრამ ეს არის რეალობა”, -აღნიშნა მურღულიამ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
მეორე ეტაპი, რომელიც ტესტირებას ითავლისწინებს, 16 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s