აქცია ქუთაისის მერიის წინ – მოქალაქეები საბინაო ფონდის დროულად შექმნას ითხოვენ

ქუთაისის მერიის წინ იპოთეკით დაზარალებულმა და უსახლკაროდ დარჩენილმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
“ჩვენი მოთხოვნაა ბოლოსდაბოლოს ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც ფრომით დაგვეხმაროს იმ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღიურად უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე ვართ,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც იპოთეკით დაზარალებულია.
უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე მყოფების პრობლემის გადაჭრას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საბინაო ფონდის შექმნაში ხედავენ.
როგორც პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბინაო ფონდი დროულად უნდა შექმნას.
“ბიუჯეტში გაწერილი თანხები რიონს გაყოლილია, თუ ამ ხალხს არ უშველეს. აქ არიან იპოთეკით, თუ სტიქიით დაზარალებულები, უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველები, ისინი ხელისუფლებისგან ზრუნვას დიდი მოთმინებით ელოდებიან. აუცილებელია ხელისუფლებამ საბინაო ფონდი შექმნას სწრაფად, სადაც ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს შეასახლებს,” – ამბობს წულაია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s