მრავალფეროვანი მენიუ, ქართული-ტრადიციული კერძები, ხარისხზე ნაკლები ფასები და სასიამოვნო გარემო – ეს ყველაფერი ქუთაისში, პუშკინის #16-ში მდებარე ბარ-რესტორან „ზედაზენში“ გელოდებათ.
ქალაქის ცენტრში, ადგილობრივი და უცხოელი მომხარებლებისვთის ხელსაყრელ ადგილას „ზედაზენში“ ქართული-ტრადიციული კერძების მრავალფეროვანი არჩევანი გელოდებათ: ქაბაბი, ხინკალი, საფირმო ხაჭაპური შამფურზე, ღორის კანჭი, ხინკალი და ყველა კერძი თქვენი გემოვნების დასაკმაყოფილებლად.
მიმზიდველ გარემოს ქმნის „ზედაზენის“ ორი შიდა სივრცე: ერთი – ქართული-ტრადიციული კერძების მსურველთათვის და მეორე – დროის სასიამოვნოდ და მყუდრო გარემოში გასატარებლად, სადაც იტალიურ ყავას, ჩაის და სასმელების ფართო არჩევანს გთავაზობენ.
უცხოელი ტურისტებისთვის სპეციალურად დასურათებული მენიუ და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გარე სივრცე – ადგილი, სადაც უგემრიელეს კერძებს, საუკეთესო მომსახურებით გთავაზობენ.
ბარ-რესტორანი „ზედაზენი“ – დაისვენე და მიირთვი უგემრიელესი კერძები მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.