ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში 3000-მდე ექსპონატი ინახება. თუმცა გალერეაში არის ქანდაკებები, რომლებიც თავის დროზე გალერეისთვის არ გადმოუციათ. გალერეას დროებით შესანახად მიაბარეს. თუმცა ამ სივრცეში მათი დროებითი ყოფნა 30 წელია გრძელდება. ქანდაკებები გასული საუკუნის 80-იან წლებში შემოიტანეს გალერეაში, რადგან მათი დადგმა ქუთაისის სხვადასხვა ადგილებში იყო დაგეგმილი. ქანდაკებებს საბჭოთა კავშირის დაშლამ და ახალი დროების დადგომამ მოუსწრო და ისინი გალერეის ექსპონატად დატოვა. რა ქანდაკებებს ინახავს გალერეა – “ისტორიისგან დაწუნებული” ძეგლები ქუთაისში – ნახეთ ვიდეოსიუჟეტი:
ეკა კუხალაშვილი