ქართულენოვანი მოსახლეობა ღირსეულ უმცირესობას წარმოადგენს ირანში – ქუთაისში ირანის დღეები გაიმართა

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ირანის დღეების ფარგლებში გამოფენა გაიმართა. გამოფენას ირანის ელჩი საქართველოში აბას თალეიბიფარი, ასევე, ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები და სპარსული კულტურის მოყვარულები დაესწრნენ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ირანული ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები.
გამოფენაზე ისაუბრეს საქართველო-ირანის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებზე და ურთიერთგავლენებზე.
„სპარსულ-ქართული ურთიერთობები 3000-ზე მეტ წელს ითვლის. საერთო ისტორიული კავშირები იმდენად ბევრია, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ქართულ ენაში ათასამდე სპარსული ერთეული თავისთავად მეტყველებს თუ რამდენად გადახლართული იყო ეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. არაერთი ქართული ლიტერატურული ძეგლია სპარსულ ენაზე ნათარგმნი. ირანში 60 ათასამდე ქართულენოვანი მოსახლეობაა, რომელიც ღირსეულ უმცირესობას წარმოადგენს ირანში. მათ ღირსეული სამსახური გაუწიეს ირანულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ელჩმა.
ირანის დღეები ხვალ დასრულდება ირანული ფილმის ჩვენებით.
ირანის დღეები ქუთაისში 2007 წლიდან იმართება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s