ქუთაისის მერიას მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის შეჩერებაში ადანაშაულებს

სერგეი მესხის ქუჩის მოსახლეობა ქუთაისის მერიას გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შეჩერებაში ადანაშაულებს. მოსახლეობის თქმით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში დაიწყო, ხოლო ბეტონის საფარით მოპირკეთება ქუჩის მხოლოდ მცირე ნაწილზე, ორი თვის წინ მოხდა.
gza

„ამის შემდეგ მიატოვეს სამუშაოები და დაგვიტოვეს ქუჩა ასე გადათხრილი. რაც სამშენებლო მალსალები იყო, არმატურები და ფიცრები წაიღეს. როგორც მუშებმა აგვიხსნეს, ეს მასალები სხვა ქუჩაზე წაიღეს,“ – განაცხადა მესხის ქუჩის მცხოვრებმა, ნინო ბაბუნაშვილმა.
მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ბათუმური კომპანია აწარმოებდა, რომელმაც ფინანსური პრობლემების გამო მუშებს თანხა ვერ გადაუხადა. მესხის ქუჩის მცხოვრებლები სამუშაოების შეჩერებაზე პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას აკისრებენ და გზის რეაბილიტაციის დასრულებას ითხოვენ.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მესხის ქუჩაზე გზის რეაბილიტიაცია არ შეჩერებულა და სამუშაოები დღესაც გრძელდება. მათი განმარტებით, მესხის ქუჩაზე ამ დროისთვის შესახვევებისა და ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო მათი დასრულების შემდეგ მთავარი ქუჩის დასრულება მოხდება.
„მესხის მე-2 და მე-4 შესახვევებში გზისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია, ხოლო მე-6 შესახვევში სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. აღნიშნული შესახვევის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, სამუშაოები გადაინაცვლებს მთავარ ქუჩაზე,“ – აცხადებენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.
მესხის ქუჩაზე გზისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას კომპანია „გზაXXI“ ასრულებს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანია 2011 წელს ბათუმშია რეგისტრირებული.
როგორც გაირკვა, ქუთაისში მესხის ქუჩა ბათუმური კომპანიისთვის ერთადერთი პროექტი არაა. მიმდინარე წელს „გზაXXI“-მა ქუთაისში რამდენიმე მთავარი ქუჩისა და მათი შესახვევების რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.
შპს „გზაXXI“-ის წარმომადგენელთან, ილია ბოლქვაძესთან დაკავშირება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ მიზეზით,კომპანიის წარმომადგენლის აზრი მესხის ქუჩის გზის რეაბილიტაციის თაობაზე უცნობია.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s