ქუთაისში ეტლით მოსარგებლე პირებისთვის პანდუსები მოეწყობა. პანდუსების მოსაწყობად მერიამ 28 363 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.
პანდუსი ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ
აღნიშნული ტენდერით შშმ პირებისთვის პანდუსი მერიის ცენტრალურ შესასვლელში #31 და #6 საჯარო სკოლების შესასვლელებში, ბუხაიძის ქუჩაზე #4 სახლის და ნიკეას ქუჩის II შესახვევის #7ბ-I და 7ბ-II შენობის შესასვლელებში მოეწყობა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულების დადებიდან 2014 წლის 25 დეკემბრამდე ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების არანაკლებ 50%-ის შესრულება განახორციელოს.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული პანდუსების მოწყობის სატენდერო წინადადებების მიღება 2014 წლის 21 ნოემბერს დაიწყება.
პანდუსი #6 საჯარო სკოლის შესასვლელთან
დეა მანაგაძე