“შეანელე,” “დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები,” “მე ვიცავ ქვეითად მოსიარულეთა უფლებებს,”- ჩამოთვლილი მესიჯებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღთან აქცია გაიმართა, სადაც აქციის წევრებმა ქუთაისში საგზაო მოძრაობის წესები გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციის წევრების თქმით, ქალაქში ავტომობილების მძღოლების მხრიდან ავტოსაგზაო წესების დარღევა პიკს აღწევს, რის გამოც, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები და საფრთხის ქვეშ დგას ქვეთად მოსიარულეთა უსაფრთხოება.
“ქუთაისში აბსოლუტურად დარღვეულია ქვეითად მოსიარულეთა უფლებები და არავინ დარდობს მათ უსაფრთხოებაზე. მაგალითად ზებრაზე სადაც ქვეითებს გზა უნდა დაუთმონ, მძღოლები არც კი ანელებეს, ასევე ხშირია საავარიო შემთხვევები,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი საღინაძე.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებს საგზაო მოძრაბის წესებისა და ქვეითად მოსიარულეთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.
საპროტესტო აქცია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ანა ჯანაშია