ქუთაისის მერიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. მოქალაქეთა განცხადებების მიღების განყოფილებაში ადგილობრივები მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
“რამდენი თვეა დავდივარ და შეშას ვთხოვ მერიას ზამთრისთვის. მაგრამ ჯერ არავის მოუქცევია ყურადღება. მაინცდამაინც უბედურება უნდა მოხდეს რომ ყურადღება მოგვაქციონ?! მითხრეს, როცა მოგიწევთ რიგი მაშინ მიიღებთ შეშასო. ეს არის ახლა პასუხი? ვიჯდეთ და მხოლოდ ვიოცნებოთ? ეს არაფერში გვარგია”, – განაცხადა დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ, ხათუნა აბზიანიძემ.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ შეშის მოთხოვნის მსურველების განცხადება უფრტო მეტია, ვიდრე შეშა.
აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეების შეშით დაკმაყოფილება მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით მოხდება.
თეკლე მორგოშია