იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ 2013 წელს პრემიის სახით 111 009 ლარი გასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ ადმინისტრაციებიდან გამოთხოვნილი ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ 2013 წელს ჯამში ყველაზე დიდი რაოდენობით პრემია გაიცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ.
10733424_824270647615617_827602129_n

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, ადმინისტრაციაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია – 111 009 ლარი, აქედან გუბერნატორსა და მის ოთხ მოადგილეზე – 25 215 ლარი, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე – 85 794 ლარი, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლებს დაერიცხა ჯამში – 5 300 ლარი.
რაც შეეხება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილებს (სულ 17 ავტომანქანა), მათი საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 252 409 ლარს, აღნიშნული ავტომობილებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით სახელმწიფო-რწმუნებული-გუბერნატორის მფლობელობაში იყო 2011 წელს 67 000 ლარად შეძენილი „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“ ნარჩენი ღირებულებით 36 850 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 2012 წელს 89 688 ლარად შესყიდული „ტოიოტა პრადო“ ნარჩენი ღირებულებით 62 781,6 იმყოფება გუბერნატორის პირველი მოადგილის მფლობელობაში.წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 8 206,69 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 3 448,75 ლარი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების შესაძენად დაიხარჯა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s