მილიარდ ლარს ლიტერატურის თარგმანში ჩავდებდი – ახალი თარგმანების პრეზენტაცია ქუთაისის ბიბლიოთეკაში

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ახალი თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა: ჯეიმს ჯოისის – გაძევებულნის, ჯონ კუდზეეს – სირცხვილის, ჯ. ფაულზის – კოლექციონერის, ს. რუშდის – ფლორენციელი ჯადოქრის, კ. ვონეგუტის – გალაპაგოსის, ვ. ვულფსი – მოთხრობების კრებულის, ო ჰენრის – კომბოსტოები და მეფეების, ჰ. უელსის – პლანეტების ომის წაკითხვა უკვე ქართულად შეიძლება, საამისოდ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გია ბერაძემ იზრუნა და თარგმნა ეს ლიტერატურული ტექსტები.

გია ბერაძემ ისაუბრა აღნიშნული ავტორებისა და წიგნების მნიშვნელობაზე მსოფლიო ლიტერატურაში, ასევე, თარგმანის სირთულეებზე, დიდ და, როგორც შეხვედრაზე ითქვა, დაუფასებელ შრომაზე, რაც თარგმანს ახლავს. ასევე, თარგმნის პროცესის თავისებურებაზე „მაგალითად, ჯოისის თარგმნა არ იყო დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულესთან, მისი თარგმნა არ გამჭირვებია, სამაგიეროდ ვინმემ, რომ მთხოვოს გამიჭირდება სტივენ კინგის თარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბევრად ჩამორჩება ჯოისს“, – აღნიშნა გია ბერაძემ.
აღნიშნული წიგნები პირველად ითარგმნა ქართულად, ისინი სხვადასხავ გამომცემლობებმა გამოსცეს.
„ჩვენი კულტურული ცხოვრების ლოკომოტივი არის ლიტერატურის თარგმნა. ეს ცოდნის დაგროვებაა. ამიტომ ჩემი ნება რომ იყოს, ერთ მილიარდ დოლარს, რომელსაც რაღაც საკითხებში დებენ, პირველ რიგში თარგმანში ჩავდებდი. წიგნი ამოძრავებს სახელმწიფოს. ეს არის ისტორიული რეალობა. სადაც გაჩნდა წიგნი, იქ გაჩნდა დიდი იმპერიები და დიდი სამეფოები. ის ქვეყნები რომლებიც წარმატებს ვერ აღწევენ, მათ წიგნი და ბიბლიოთეკა არ ქონიათ. ასე რომ უმნიშვნელოვანესია წიგნი, ტექსტების თარგმნა და ის შრომა რომელსაც გია ბერაძე წევს“, – აღნიშნა მწერალმა ტარიელ დათიაშვილმა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s