ქუთაისელი “ნაციონალები” – აქციაზე 500-მე მეტი ადამიანი მიგვყავს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაცია 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. აღნიშნული ორგანიზაციის საორგანიზაციო მდივნის, კოტე რატიანის განმარტებით, ქუთაისიდან დედაქალაქში დაახლოებით 500-მე მეტი ადამიანი აპირებს წასვლას.
NACIONALEBI

“ძალიანი ბევრი ადამიანი მოგვმართავს აქციაზე წასვლის სურვილით. ეს ადამიანები შეიძლება სრულებით არ ყოფილიყვნენ ჩვენი ამომრჩეველი წინა წლებში. ვფიქრობ, რომ ასეთი განწყობა უნდა ჰქონდეთ ყველას, მიუხედავდ მათი პოლიტიკური შეხედულებისა”, – განმარტა kutaisipost-თან საუბარში კოტე რატიანმა.
მისი თქმით, აქციაზე მანქანებით ორგანიზებულად აპირებენ წასვლას. რაც შეეხება, “ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონის წარმომადგენლებს, ქუთაისის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ “რა თქმა უნდა ისინიც იქნებიან აქციაზე. თუმცა, ისე, რომ ერთიანად წავიდეთ კოლონებით, ასე არ იქნება”, – აღნიშნავენ ქუთაისის ორგანიზაციაში.
მიმდინარე წლის 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ქმედებებს, რუსთაველის გამზირზე აქციით სახელწოდებით – “არა ოკუპაციას”, “არა ოკუპანტებს” გააპროტესტებს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s