ქუთაისის საეკლესიო რაგბის კლუბს სკოლის სტადიონზე თამაშის უფლება მისცეს

ქუთაისის საეკლესიო რაგბის კლუბ “ბაგრატს” ავანგარდის საჯარო სკოლის სტადიონზე თამაშის უფლება მისცეს.
“მოლაპარაკების შედეგად ჭაბუკთა გუნდს ისევ მისცეს უფლება სკოლის მოედანზე ითამაშონ და ამ მხრივ პრობლემა მოგვარებულია,”- ამბობს საეკლესიო რაგბის კლუბის “ბაგრატი”, პრეზიდენტი დავით იობიძე.
KLUBI

საეკლესიო კლუბი “ბაგრატი” რამდენიმე კვირის წინ სავარჯიშო მოედნის გარეშე დარჩა. კლუბს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ავანგარდის N29 საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ სპორტსმენებს სკოლის სტადიონზე ვარჯიში აუკრძალა.
საეკლესიო გუნდი “ბაგრატი” სტაბილურად ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.
გუნდი ბოლო 4 წელია პირველი ლიგის გუნდებს შორის პირველ რიგებშია და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეიოფის თამაშებს ატარებს.
საეკლესიო რაგბის კლუბი ბაგრატი 7 წლის წინ დაარსდა.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s