2015 წელს ქუთაისში სპორტის 39 სახეობიდან პრიორიტეტული მხოლოდ 10 იქნება

2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მურღულიას განმარტებით, მომდევნო წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემუშავების პროცესში სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანების წინადადებებისა და მათი პრობლემების გათვალისიწინება მნიშვნელოვანია.
sporti

ქუთაისის მერის ინიციატივით, 18 წლის ზემოთ სპორტსმენთა დაფინანსებას ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება განახორციელებს, რომელიც ამ დრომდე 18 წლამდელთა დაფინანსებას კურირებდა. ქუთაისის მერის ინიციატივით, ასევე, სამომავლოდ სპორტსმენთა ეკიპირებაზე ააიპ იზრუნებს.
„მთავარი მიზანია მერია განიტვირთოს მიმდინარე თემებიდან. მივდივართ იმ თემისკენ, რომ ყველა სფერო ექნება ერთ უწყებას,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.
აღნიშნულ შეხვედრაზე მომავალ წელს მწვრთნელთა დაფინასების საკითხიც განიხილეს.
„სახელფასო პოლიტიკა იქნება გადახედილი და სამუშაო საათზე მიბმული, მაგრამ ამასთანავე განისაზღვრება მინიმალური თანხა, რომელსაც საათობრივი ანაზღაურება დაემატება,“ – აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ქუთაისში სპორტის სფეროში მომუშავე ადამიანებმა ქალაქის მერთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პრობლემების გათვალისიწნებაც მოითხოვეს.
„ყველა საჭადრაკო ტურნირი საჭადრაკო კლუბ „მაიაში“ იმართება, თუმცა ამ პერიოდში მეცადინეობები, ფართის სიმცირის გამო, ჩაშლილია. სასურველია, მოხდეს შენობის გაფართოება. ასევე, მოსაწესრიგებელია სახურავი და ელექტროგაყვანილობის სიტემა,“ – განაცხადა საჭადრაკო კლუბ „მაიას“ წარმომადგენელმა, გულივერ ქარქაშაძემ.
ქუთაისის მერია ამ დროისთვის სპორტის 39 სახეობას აფინანსებს. თუმცა, შესაძლებელია, მომავალ წელს პრიორიტეტულად 10 სახეობა განისაზღვროს, რომელიც უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s