გია თევდორაძე – ქუთაისი სტაგნაციას განიცდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობას 15 ნოემბრის აქციისთვის აგიტაციის გაწევის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
gia2

ორგანიზაციის თავმჯდომარის, გია თევდორაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში სააგიტაციო ბანერის განთავსების მოთხოვნით მერიას მიმართა. მისივე თქმით, აღნიშნული ბანერის წარწერით „15 ნოემბერი, არა ანექსიას“ ორ ადგილზე, რუსთაველისა და ახალგაზრდობის გამზირზე განთავსება სურდათ.
„ბანერის გაკვრა პროპაგანდის ერთ-ერთი ცივილური ფორმაა. სრულიად კანონშესაბამისია და დაშვებულია კონსტიტუციით. ეს წარწერები ხელისუფლებისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს. „არა ანექსიას“ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები,“ – აცხადებს გია თევდორაძე.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, თვითმმართველობამ მათგან ბანერების ადგილების დაკონკრეტება, შეგნებულად, დროის გაჭიანურების მიზნით მოითხოვა. თევდორაძემ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის მიერ შედგენილი წერილი გააპროტესტა. წერილის ადრესატი ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურია. ბაქარ ჭეიშვილი აღნიშნულ წერილში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული კონკრეტული ადგილების მესაკუთრეებისგან თანხმობის გარკვევას ითხოვდა.
„თვითმმართველობაში თუ წერილობით ესაუბრებიან ერთმანეთს, მაშინ ლოგიკურია, რომ ქალაქი სტაგნაციას განიცდის,“ – განაცხადა გია თევდორაძემ.
ქუთაისის მერიის პრეს-სამსახურის განმარტებით, თვითმმართველობიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s