„პრაქსისი“ შაბათს პირველ ივენთს გამართავს

პროექტი “პრაქსისი” პირველ ივენთს ფილმის ჩვენება/დისკუსიას უთმობს.
წარმოდგენილი იქნება სტივ ჯეიკობსის ფილმი – „სირცხვილი“, რომელიც ჯონ მაქსველ კუტზეეს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს.
prax

ივენთზე მოწვეული იქნება ჯონ მაქსველ კუტზეეს რომანის “სირცხვილის” მთარგმნელი გია ბერაძე.
გია ბერაძეს თარგმნილი აქვს სამუელ ბეკეტის პიესები, ჯერომ სელინჯერის მოთხრობები, ჯონ ფაულზის რომანი “კოლექციონერი”, ჯეიმზ ჯოისის “ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას” და სხვა ტექსტები.
ფილმის ჩვენება/დისკუსია შაბათს 15:00 საათზე გაიმართება( წერელის #76).
დასწრება თავისუფალია.

Leave a comment