“ეკლესია არ უნდა დავიდეს „შემოულაწუნეს“ დონემდე” – ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ – მონაზონი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „წმ. ანტონ ჭყონდიდელი და თანამედროვე პრობლემატიკა,“ რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ – მონაზონმა, ანდრია სარიამ წაიკითხა. ასევე წარმოადგინა საკუთარი წიგნი, „ნიღაბს მიღმა“.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

მღვდელ-მონაზონმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფია, რომელიც- მე18-19 საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი აქტიური სასულიერო და საზოგადო ცხოვრებით გამოირჩეოდა. როგორც მკვლევარმა აღნიშნა, ანტონი უპირისპირდებოდა ტყვეთა გაყიდვას, ასევე იგი ამხელდა მღვდლებს სასულიერო პირისთვის შეუფერებელ საქციელში. იგი თვლიდა რომ სასულიერო პირი არა მხოლოდ ეთიკურად უნდა გამოირჩეოდეს, არამედ ცოდნითაც და მიუთითებდა, რომ „თუ არ იცი წმინდა წერილი დატოვე მღვდლობა“.თუმცა ანტონ ჭყონდიდელი მარტო უვიცობის მიმართ არ იჩენდა შეუწყნარებლობას, იგი არატოლერანტული იყო და ურთიერთობას გამორიცხავდა, მაგალითად, კათოლიკე მისიონერებთნ.
მამა ანდრიამ პარალელები გაავლო ანტონის ეპოქასა და დღევანდელობას შორის და ბევრი საერთო აღმოაჩინა. „ ეკლესია არ უნდა დავიდეს „შემოულაწუნეს“ დონემდე, როგორც ამას „ ნატვრის ხეში“ მამა ოხროხინე აკეთებს. დღეს ბევრი ამბობს, რომ ეკლესიაში არ დადის იმიტომ, რომ არ მოსწონს ესა თუ ის მღვდელი.ეს პრობლემაა, მაგრამ ეკლესიაში არის ბევრი ღირსეული ადამიანიც“, – აღნიშნა მღვდელ-მონაზონმა.
სასულიერო პირმა ისაუბრა საკუთარ წიგნზე და უპასუხა დარბაზიდან წამოსულ შეკითხვებს.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s