იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში გაცემულ პრემიებზე IDFI -ს კვლევას ეხმაურებიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ IDFI -ს მიერ 2013 წელს რეგიონებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოკვლევაზე განმარტებას აკეთებს.
898

“IDFI -ს კვლევაზე დაყრდნობით სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იყო ბუნდოვანი და შესაძლოა, გარკვეული ობიექტური გარემოებების დაუზუსტებლობამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. უპირველეს ყოვლისა, კვლევაში ასახული მონაცემები 2013 წლის იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობა ვახტანგ ბალავაძეს ეკავა, თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. კონკრეტულად: ინფორმაციის კონტენტი და თანდართული ფოტო შეუსაბამო გახლდათ (ვახტანგ ბალავაძის ნაცვლად მითითებული იყო ზაზა მეფარიშვილის აბრა), რაც ვფიქრობთ რომ ტექნიკური ლაფსუსია. რაც შეეხება IDFI-ს კვლევას, ეს ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერვე არის გაცემული და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომია. კვლევაში არის მცირეოდენი ცდომილებაც ადმინისტრაციის მიერ შეძენილი ავტომანქანების შესახებ, რაც არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციას არასოდეს განუხორციელებია მანქანების შესყიდვა. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განმარტების შემდეგ საზოგადოება უფრო სწორად გაიგებს მედია საშუალებებით IDFI- ის 2013 წლის კვლევაში მოცემულ სტატისტიკას. სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მომავალშიც მზად არის ტრანსფარანტულობისთვის,” – აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s