ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლობა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშუალებს.
WULAIA

ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, “თავისუფალი საქართველოსთვის” წარმომადგენლობამ მერიას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით თვენახევრის წინ მიმართა, თუმცა განცხადების პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
“გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია პარკირების თაობაზე, თუ რა ოდენობის თანხა შედიოდა მერიაში პარკირებიდან, ასევე სარეზვერო ფონდზე თუ რამდენი არის ამდროისთვის დახარჯული ფონდიდან. თუმცა ფაქტია დღემდე პასუხებს არ გვცემენ, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ მერიაში მიზანმიმართულად მალავენ საჯარო ინფორმაციას, ან გულგრილად ეკიდებიან საქმეს”, – ამბობს წულაია.
“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მოუწოდებენ აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ “თავისუფალი საქართველოსთვის” განცხადებას იურიდიულ განყოფილებაში მოიკვლევენ, რომლის შემდეგაც გაკეთდება განმატებები.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s