ქუთაისის მერია მომავალ წელს ბაღებისთვის ყურადღების დათმობას გეგმავს

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, მომავლი წლისთვის განსაკუთრებული ყურადღება სკოლამდელ დაწესებულებებს დაეთმობა, რის გამოც ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი გაიზრდება.
8

ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედარზე ქუთაისის მერის განმარტებით, მომავალი წლიდან, საბავშვო ბაღებში სამჯერადი კვება იქნება. ასევე, მოხდება მეორე ცვლის პედაგოგების დამატება.
“ამ ადამიანებს არადამიანური შრომის გაწევა უწევთ. ეს არის ძალიან რთული და ამიტომაც აუცილებელია მეორე ცვლის პედაგოგები დავამატოთ. ასევე, უნდა აშენდეს ბაგა-ბაღების ახალი შენობები. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს განათლებას მომავალი წლიდან”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, მომავალ წელს, ასევე, პრიორიტეტული იქნება სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელება.
“მომავალი წლიდან შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები”, – აღნიშნა მურღულიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი უნდა იყოს მოსახლეობის საჭიროებას მორგებული. რაც შეეხება, პრიოტიტეტების განხილვის პროცესში მათ ჩართულობას, განმარტეს:
“უფრო უკეთესი იქნება ვნახოთ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება კონკრეტულად, ჩაშლილად ვნახოთ ის მუხლები და პროექტები, რომელიც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში იქნება გათავლისწინებული”, – აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s