მაია მიმინოშვილი – ქუთაისში საჯარო მოხელეთა კონკურსზე დაკვირვების სურვილი არცერთ ადგილობრივ ორგანიზაციას არ გამოუთქვამს

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების ტესტირებაში მონაწილე კონკურსანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმამადგენლებმა ტესტირების პირობები გააცნეს. ლ. მესხიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ კონკურსს 80 ადამიანი დააკვირდება, რომლებიც თბილისიდან ჩამოვლენ. შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის ხვალინდელ ტესტირებაზე დაკვირვების სურვილი არცერთი ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს არ გამოუთქვამს.
IMG_20141115_142000

“მღელვარება არსებობს, ჩვენც კონკურსანტებთან ერთად ვღელავთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ქონდეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ, რომ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად ინფორმაციის არქონის გამო,” – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა.
ტესტირება ხვალ ქუთაისის საჯარო სკოლებში ორ ეტაპად ჩატარდება და 2 საათი გაგრძელდება. კონკურსანტებს 60 კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რომელთაგან 45 დავალება სამართლის ნაწილს შეეხება, ხოლო 15 დავალება ზოგადი უნარ-ჩვევებიდან იქნება. ტესტირების მონაწილეებს დაგროვილი ქულების ნახვის შესაძლებლობას პროგრამა იქვე მისცემს, საბოლოო შედეგები კი სააპელაციო პროცედურების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, კონკურსანტებს აპელაციისთვის 2 დღე აქვთ.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s