ქუთაისში ქალაქის გამწვანებაზე მომავალ წელს დაახლოებით 1 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. აღიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვის დროს გააკეთა.
ქალაქის პირველი პირის განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არ იყო გამწვანების სპეციალიტი, რომელიც აშნიშნულ საკითხს პროფესიულად მიუდგებოდა. რის გამოც, მურღულიას თქმით, მერიაში სპეციალური განყოფილება შეიქმნა, რომელიც კონკურსის შედეგად სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
“ქუთაისი არის სიდიდით მეორე ქალაქი და ამიტომაც, ისევე როგორც გამწვანებას ასევე, ქალაქში ხეების დარგვას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ადრე დარგავდნენ ყვავილებს და გახმებოდა. ასე არ შეიძლება, ამ საკითხს უფრო მეტად პროფესიულად უნდა მივუდგეთ”, – განაცხადა ქალაქის მერმა.
შეხვედრაზე მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა გამწვანების საკითხზე ააიპ ორგანიზაციაც შეიქმნას.
თეკლე მორგოშია