მოწვევა სტუდენტებს თანამშრომლობისთვის

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება” ფარგლებში იწვევს სტუდენტებს თანამშრომლობისთვის:
cdi-logo1

“ძვირფასო ახალგაზრდებო, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი გთავაზობთ მონაწილეობას პროექტში – „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“. პროექტი გულისხმობს საქართველოს ხუთ ქალაქში – გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში – ათ-ათი სტუდენტის შერჩევას და მათ მომზადებას ქალაქის მერთან კვალიფიციური თანამშრომლობისთვის. პროექტი, აგრეთვე, გულისხმობს კონკურსის საფუძველზე შერჩეული და სათანადოდ მომზადებული 10 სტუდენტის თანამშრომლობას ქალაქის მერთან სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზნით და შემდგომ საქმიანობას საბჭოს შემადგენლობაში. ახალგაზრდული საბჭოს წევრები პროექტის მიმდინარეობის შესახებ თითოეულ ქალაქში ხუთ ვიდეო და/ან ტექსტურ ბლოგს შექმნიან. პროექტში მონაწილეობისათვის ახალგაზრდებმა უნდა გაიარონ ორსაფეხურიანი შესარჩევი კონკურსი. პირველ საფეხურზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონული ფოსტის ქვემოთ მითითებულ მისამართებზე უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი – რატომ სურთ პროექტში მონაწილეობა და როგორ ხედავენ მოქალაქეების პასუხისმგებლობასა და როლს ქალაქის განვითარებაში (მაქსიმუმ 300 სიტყვა). კონკურსის მეორე საფეხურზე, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებს პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები გაესაუბრებრებიან. სამოტივაციო წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ქალაქი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი/სპეციალობა, კურსი და ტელეფონის ნომერი. სამოტივაციო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 ნოემბერი,” – ნათქვამია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი მხარდაჭერილია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ქალაქის მერმა. სტუდენტების სამოტივაციო წერილები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართებზე: ia.antadze@gmail.com ; tamtakubaneishvili@gmail.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s