ქუთაისის მერიაში კონკურსანტებთნ გასაუბრებაზე შესაძლოა ვიდეოგადაღება იქნას დაშვებული

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველებისთვის გამართულ გასაუბრებაზე შესაძლოა ვიდეოგადაღება იქნას დაშვებული. მურღულიას თქმით, ეს თავად კონკურსანტების ნებაზე იქნება დამოკიდებული, რათა მათი უფლება არ დაირღვეს.
shota

“მე არაფერი არ მაქვს საწინაარმდეგო რომ გასაუბრებაზე ვიდეოგადაღება იყოს. მაგრამ ვფიქრობ ეს კონკურსანტს უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა გადაღება. ეს მათი უფლებაა. ჩემი მიზანია, კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარება. თუმცა, ასევე მსურს კონკურსანტები არ დავზაფროთ და სტრესის ქვეშ არ იყვნენ”, – განაცხადა ქალაქის მერმა ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.
თავად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა განმარტებით, გასაუბრებაზე ვიდეოგადაღების დაშვებით არანაირად არ დაირღვევა კონკურსანტის უფლება. რადგან, მათივე თქმით, ნებისმიერი სადამკვირებლო პირი თუ ვიდეოგადაღება მისი უფლების დაცვისთვის იქნება გამოყენებული.
ქუთაისის მერის თქმით, აღნიშნული საკითხი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან ამ დრომდე მოლაპარაკების საგანია. მისივე თქმით, კომისიის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იქნება დაშვებული გასაუბრებაზე ვიდეოგადაღება.
კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან გაიმართება.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s