“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რას უკავშირდება ქუთაისის ცენტრში ე.წ კოლონადების მოწყობა?

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“

რუბრიკის პირველი შეკითხვა გახლდათ, თუ რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის ცენტრში ე.წ “კოლონადების” (“სვეტების”) მოწყობას?

kutaisiposti აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევას და იმის გარკვევას შეეცედა, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს, ქალაქის ცენტრში არსებულ ე.წ. კოლონადებს და იქ განთავსებულ თასებს?
svetebi

kutaisiposti-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ე.წ “სვეტები” დაახლოებით 60-70 წლის წინ აშენდა. პროექტის ავტორი არქიტექტორი კუკური ლომთაძე გახლდათ, რომელიც გარდაცვლილია. სამაგიეროდ, არქიტექტორი გივი თოდაძე განმარტავს, რომ კოლონადების მოწყობას რაიმე სიმბოლური დატვითვა არ ჰქონია.
“ეს გაკეთებულია სილამაზისთვის. როგორც ვიცი, არაფერსაც არ უკავშირდება მისი მოწყობა. მთელი თურქეთი ასეა გაკეთებული. მგონია ძალიან ლამაზია და უხდება ეს კოლონადები ქალაქს”, – განმარტავს არქიტექტორი, გივი თოდაძე.
თუმცა, აღნიშნული განმარტების პარალელურად არსებობს სხვა ვერსიაც. კერძოდ, ის, რომ კოლონადებში არსებული თასები საფეხბურთო ჩემპიონატში “ტორპედოს” გამარჯვების აღსანიშნავად განათავსეს. მაგრამ, ამის შესახებ არაფერი იციან სპორტის მუზეუმში. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ქალაქში მოწყობილ ზემოთ აღნიშნულ არქიტექტურაზე ინფორმაცია არცერთ დაწესებულებაში არ ინახება და ისტორია მხოლოდ ადამიანთა მეხსიერებაში შემორჩენილ ინფორმაციას ეფუძნება.


თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s