სამტრედიის სოფელში მოკლული ბავშვის ოჯახი მკვლელის სახალხოდ გასამართლებას ითხოვს

სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში მცხოვრები შენგელიების ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვის მკველის, მათივე ნათესავის სახალხოდ გასამართლებას ითხოვს. ინციდენტი 28 ოქტომბერს, ღამით მათი ნათესავის ოჯახში მოხდა.
samtredia

მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც მამის ბიცოლამ საკუთარ სახლში წაიყვანა, ღამის საათებში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას დედა ამბობს, რომ ბავშვი ბიცოლამ ბალიშით გაგუდა.
„წინა დღით წაყვანილი ყავდა ბავშვი. არ მინდოდა რომ წაეყვანა და ამიტომ უკან წამოვიყვანე, მაგრამ ისევ მოვიდა მის წასაყვანად. ბავშვი ჯანმრთელი იყო, არასოდეს არაფერი არ ტკენია. საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი გოგონა აღარ იყო,“ – ამბობს გადაცვლილის დედა, ლელა ახალაძე.
შენგელიების მტკიცებით, მკველობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ოჯახმა გვამის ექპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა.
„დაკრძალვაზე დადიოდა, ლოცვებს უკითხავდა და ჩემი შვილიშვილი დაიტირა კიდეც. თურმე, თვითონ ყოფილა მკვლელი. ეს მას მერე აღიარა, რაც ესქპერტიზა მოვითხოვეთ,“ – აცხადებს გარდაცვლილის ბებია, დარეჯან ახალაძე.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ბრალდებულის ოჯახსა და მათ შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. როგორც შენგელიები და მათი მეზობლები ამბობენ, ბრალდებულს მიმდინარე წლის ზაფხულში თავად 11 წლის ბიჭი მდინარე ცხენისწყალზე დახრჩობით გარდაეცვალა და პატარა გოგონას სიკვდილით შური იძია.
„იძახოდა რომ ვიღაცას გაამწარებდა. მკვლელობამდე რამდენიმე ხნის წინ ჩემი შვილის გაგუდვა უნდოდა. ამას ახლა ვხვდებით, თორემ მაშინ ყურადღება არც მივაქციეთ. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს. ყველაფერი შეგნებულად გააკეთა. ბავშვი ხელიდან გასხტომია, მერე ისევ დაუჭერია და გაგუდა. ამ ყველაფერს მისი 19 წლის შვილი ხედავდა, ისიც დამნაშავეა,“ – ამბობს ფატი გაბუნია, გარდაცვლილის ბიცოლა.
მცირეწლოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის შვილი ადასტურებს, რომ ბავშვის მკვლელობის ფაქტი მისმა დედამ აღიარა. თუმცა, თავად ბრალდებულის შვილი ამბობს, რომ მას ამ დროს ეძინა და არაფერი გაუგია.
„მეძინა და არაფერი გამიგია, არც ხმა გამიგია რამე. როცა ვწვებოდი, დედამ მითხრა ისე დაწექი ბავშვს ფეხი არ გაკრაო. მერე დედაჩემის კივილმა გამაღვიძა. რომ შემეძლოს მე თვითონ მოვკლავდი დედაჩემს იმ პატარას ხელი როგორ დააკარა,“ – ამბობს ის.
შსს ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი მ.ნ ამჟამად დაკავებულია და გამოძება სსკ 109 მუხლით მიმდინარეობს. ძალოვანი უწყება დაკავებულის ადგილსამყოფელის თაობაზე ინფორმაციას არ ავრცლებს. თუმცა, შენგელიების ოჯახის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამჟამად ხონის სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s