ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიამ არასამთვრობო სექტორს გასაუბრებაზე დასწრების უფლება არ მისცა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არაამთავრობო ორგანიზაციებს კონკურსანტებთან გასუბრებაზე დასწრების უფლება არ მისცა. ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის მერთან შეხვედრის დროს განაცხადეს.
shota

“კომისიას წერილობით მივმართეთ რომ გასაუბრების დროს დასწრების ნებართვა მოეცა. მაგრამ უარი მივიღეთ. ახლა გვეუბნებიან, რომ ნებას დაგვრთავენ, თუმცა, დამსწრეთა რაოდენობა იქნება შეზღუდული”, – განმარატა საიას ქუთაისის ფილიალი თავმჯდომარემ, გიორგი ჭიქაბერიძემ.
შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განმარტა, რომ არასამთავრობოებს უარი სწორედ რაოდენობის გამო ეთქვათ. თუმცა, იმავე შეხვედრაზე ქალაქის მერმა არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბს კომისიაში ხმის უფლებით შესვლა შესთავაზა.
“მე გთავაზობთ უკეთეს. შეჯერდით არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთში და ერთი ადამიანი შემოვიდეს ხმის უფლებით კომისიაში. ეს უფრო უკეთესი არაა, ვიდრე ისე იჯდეთ და აკვირდებოდეთ მხოლოდ? ასევე, ვფიქრობ, რომ სადამკვირვებლო მისია უფრო დააბნევს და უარყოფითად იმოქმედებს კონკურსანტებზე”, – აღნიშნა შეხვედარზე მურღულიამ. აღნიშნულ შეთავაზებაზე არასამთავრობოებმა უარი განაცხადეს. ისინი ქალქის მერს (რომელიც პარალელურად კომისიის წევრიცაა) არწმუნებდნენ, რომ სადამკვირვებლო მისია არა კონკურსანტს დააკვირდება, არამედ თავად კომისიის მუშაობას.
ქალაქის მერის მტკიცებით, კომისია იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე და შესაძლოა კომისიის გადაწყვეტილებით, სადამკვირვებლო მისიას გასაუბრებაზე დასწრების ნებართვა მისცეს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s