2015 წლის 1 იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში ახალი ცნება – აღიარების მოთხოვნა შემოდის

2015 წლის 1 იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში ახალი ცნება – აღიარების მოთხოვნა შემოდის, რაც გულისხმობს რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის შესაბამისობის დადასტურებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
uniInc

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებას სახელმწიფო კონტროლის შედეგების გათვალისწინებით (“სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” მე-13 მუხლი) ექვემდებარება ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან.
ბიზნესოპერატორის აღიარების პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ვადის ათვლა იწყება ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი წერილობითი მომართვის მომენტიდან.
აღიარებულ ბიზნესოპერატორს ISO 3361 სტანდარტის მიხედვით მიენიჭება GE კოდი და უნიკალური ნომერი.
აღიარების პროცედურა უფასოა.
“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ” მე-5 მუხლის თანახმად, თუ ბიზნესოპერატორი წარმოადგენს სასაკლაოს ან ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებზე დაყრდნობით.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე. წ. სოფლის ყველი და რძის პროდუქტები მარკეტებსა და აგრარულ ბაზრებში აღარ გაიყიდება, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების (საოჯახო წარმოება) კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე,” – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სამსახურში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s