თემურ ცამციშვილი – თუ ცოტა მაინც არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში, უნდა გამამართლონ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ცამციშვილის საქმეზე განაჩენის გამოტანა გადადო.
SASAMARLO

როგორც ცამციშვილის დაცვის მხარე განმარტავს, განაჩენის გამოტანის გადადების მიზეზი ის არის, რომ სასამართლოს მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაფიქრება სჭირდება.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ წარმოვადგინეთ დასკვნითი სიტყვა, სადაც სამართლებრივად დავასაბუთეთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სამართლებრივად იქნა განმარტებული და შეფასებული ყველა მტკიცებულება და დარწმუნებული ვარ, სასამართლო ობიექტურად შეაფასებს მტკიცებულებებს და კანონიდან გამომდინარე გამოიტანს გაგამართლებელ განაჩენს,“-ამბობს თემურ ცამციშვილის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
როგორც თავად თემურ ცამციშვილი ამბობს, მისთვის უცნობია თუ რატომ გადადო განაჩენის გამოტანა სასამართლომ, თუმცა მომავალ პროცესზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი აქვს.
“დარწმუნებული ვარ მეტი პროცესი აღარ იქნება და პირდაპირ განაჩენს გამოიტანენ. მე ვფიქრობ, რომ თუ ცოტა მაინც არსებობს სამართალი ამ ქვეყანაში, უნდა გაგამართლონ,“- ამბობს თემურ ცამციშვილი.
პროკურატურამ ცამციშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება. გამოძიების ცნობით, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურსა და შპს “შპს”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული შპს მერიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 6 ათას ლარზე მეტი იყო გაფლანგული.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s