ლია უკლება – საქართველოში წლის მანძილზე 24 ქალია მოკლული, მაგრამ არსებობს ასეულობით ცოცხლად მკვდარი

25 ნოემბერს ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მთელი საქართველოს მასშტაბით ქალზე ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. „ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე!“ სლოგანის ეს შინაარსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის სიხშირემ და ერთი წლის მანძილზე 24 ქალის მკვლელობამ განაპირობა. აქცია ფართომასშტაბიანია და მასში 17 ქალაქი და მუნიციპალიტეტია ჩართული.
თუმცა, აქციებთან ერთად ძალადობას სხვა ფორმითაც უპირისპირდებიან და აპროტესტებენ, მაგალითად – ხაზითა და ფერით. მხატვარ ლია უკლებას შემოქმედებაში ნახატთა მთელი სერია ეთმობა ქალის თემას.

lia

ქალის ადგილისა და როლის გააზრებას ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაში; ქალის რთულ ხვედრს პატრიარქალურ სივრცეში; „ჭეშმარიტი ქართველი ქალისა“ და რეალური ქალის კონფლიქტს, საკუთარი სახის ძიებას ამ საბედისწერო კონფლიქტში. შესაბამისად მხატვრობა ლია უკლებას შემოქმედებაში სოციალურ აქტსაც ემსგავსება.
აღნიშნულ საკითხებზე kutaisipost-ს თავად მხატვარი ესაუბრება.

– ქალთა შენეული სახეების შექმნა, გარდა პრობლემის მხატვრული გააზრებისა, არის თუ არა სოციალური აქციაც? ხაზითა და ფერით გამოსახული შენი ერთგვარი „მანიფესტი“?
– ქალის პრობლემები ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ეს რა თქმა უნდა ჩემთვის არ არის მარტო მხატვრობა, ეს არის სოციალური აქტი, მხატვრობა გამოხატვის საშუალებაა ამ შემთხვევაში.
– „ნამდვილი ქართველი ქალის“ სტერეოტიპულ სახეს, შენ უპირისპირებ ქალის სხვა ხატს. მაინც როგორია ქალის “რეალური“ სახე ჩვენს ეპოქასა და ჩვენს ტრადიციაში (ეს ჩანს შენს ნახატებში, მაგრამ მაინც გვინდა სიტყვებითაც რომ გვითხრა) ?
– მე მინდა ჩემი ნახატებით ქალი დავინახოთ შიგნიდან, მისი ეგზისტენციალური განცდებით, ფიზიკურ ტკივილებად ქცეული ემოციებით. ბოლო ერთი წლის მანძილზე სტატისტიკის მიხედვით უკვე 24 ქალია მოკლული, მაგრამ არსებობს კიდევ ასეულობით ცოცხლად მკვდარი. ისინი გაუსაძლისი ძალადობის პირობებში აგრძელებენ არსებობას. არა მგონია საქართველოში ცხოვრობდეს ქალი, ვისაც ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის სიმძიმე თავის თავზე არ ჰქონდეს გამოცდილი.
მე მინახავს ქალები, რომლებიც ამას კატეგორიულად უარყოფენ. ძნელია ასე თუ ისე რაღაც მდგომარეობამიღწეულ ადამიანს ძალადობის მსხვერპლი უწოდო, მას ურჩევნია შეიქმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა და თავს აჯერებს, რომ უბრალოდ მისი სურვილია იცხოვროს ასე.
– დიახ, როგორც ჩანს „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“ ეს გამონათქვამი„ არ გამოგვადგება“, როცა ქალებზე განხორციელებულ ძალადობაზე ვსაუბრობთ. არავინაა დაცული არც ერთი წრისა და სოციალური ფენის ქალი. ყველას ერთნაირად გვაწევს პატრიარქალური კულტურის სიმძიმე და ამა თუ იმ ფორმით ვისრისებით. ამის მიუხედავად, მაინც რთულია ქალების გააქტიურება, ამოძრავება ყოველ შემთხვევაში ჩვენს რეგიონში. შენი აზრით რატომ?
– ეს ინდიფერენტულობა და ქალების მიერ არასოლიდარული განცდაც პატრიარქალური საზოგადოების შედეგია. ქალი რომელიც ამბობს, რომ ღირსი იყო ის ვინც მოკლეს, ისევ მასკულინური აზროვნებიდან ამოდის, თავსმოხვეული ფსევდოტრადიციული გავლენით გაუაზრებლად მოქმედებს. საკუთარი სურვილები და თავისუფლების განცდა, სადღაც რომელიღაც ასაკში მოკლა. კი არ მოკლა – მოუკლეს და დღეს, როცა ხედავს, რომ ვიღაცამ გაბედა და თავისუფლებისთვის გაიბრძოლა მტრად მიიჩნევს, ქვეცნობიერად მისიანია, მაგრამ ამის გააზრება არ შეუძლია, ვინაიდან თვითონ ვერასდროს გაუკეთა რეალიზაცია თავის ნამდვილ სურვილებს.
– შენი აზრით რატომ არის აუცილებელი 25 ნოემბერს რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გამოსვლა და ფემიციდის გაპროტესტება?
– 25 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ფემიციდის წინააღმდეგ „ქალთა მოძრაობამ“ წამოიწყო მასშტაბური აქცია, თავიდან რამდენიმე ქალაქში იყო დაგეგმილი, მაგრამ დღეისათვის უკვე 17 ქალაქი გამოეხმაურა ინიციატივას და ყველანი მხოლოდ ერთი მოტივაციით ვართ მობილიზებული – დავამტკიცოთ, რომ ვართ ბევრნი, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი და თანასწორუფლებიანი საზოგადოება, რომ აღარასდროს იძალადოს მამაკაცმა ქალზე, რომ არავის აქვს უფლება განკარგოს ქალის ცხოვრება და არა მარტო ქალის. ადამიანს მინიჭებული აქვს ფუნდამენტური უფლება აირჩიოს თავისი ცხოვრება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s