ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ოქროს ნაკეთობებისთვის ალბომი გამოიცემა

ქუთაისში ისტორიულ მუზეუმში დაცული ქართული ოქრომჭედლობის კოლექციის ილუსტრირებული ალბომი გამოიცემა. ალბომის „ქართული ოქრომჭედლობის ძეგლები ქუთაისის მუზეუმის საგანძურიდან“ გამოსაცემად ქუთაისის მერიამ 3 100 ლარად ღირებული ტენდერი გამოაცხადა.
museum

აღნიშნული ტენდერი მიდინარე წლის 10 ნოემბერს გამოცხადდა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, ილუსტრირებული ალბომი 72 გვერდიანი იქნება და 300 ეგზემპლარი დაიბეჭდება.
ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში kutaisipost-ს განუცხადეს, რომ ალბომში მუზეუმში დაცული მე-10 -16 საუკუნის ოქროს ხატები, ჯვრები და ოქროს სამკაულები მოხვდება.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s