ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნით, ქალაქი სატრანზიტო ნაკადისაგან უნდა განიტვირთოს. თუმცა, იმის გამო, რომ ავტომაგისტრალის გავლამ არ გამოიწვიოს ქუთაისის ჩიხში მოქცევა, ახალი ინიციატივა განიხილება.
“აქტიურად განიხილება პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ – საავტომობილო გზის ორივე მხარეს, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სასოფლო და არასასოფლო ტერიტორიების, ქუთაისის საზღვრებში შემოერთება. ამ ინიაციატივის უზრუნველყოფა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გარანტია!! – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის 32 კმ-იან შემოვლითი გზა დღეს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.