დედამიწა ციხეა – ქუთაისში გამოფენა „გუბერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ გაიხსნა

„ციხე არის როგორც მეტაფორა, თუ რას წარმოადგენს ჩაკეტილი სივრცე, ჩაკეტილი საზოგადეობა. რა არის ამის მახასიათებელი“, – აღნიშნა საერთაშორისო სახელოვნებო პროექტ: „გუბერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ ავტორმა გოჩა ღულელაურმა.
ქუთაისის გუბერსკის ციხეში დღეს საერთაშორისო გამოფენა „გუბერსკი-ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ გაიხსნა.
10409780_754475687923004_3486474636537492563_n

პროექტი, რომელშიც ათობით ქართველმა და უცხოელმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. წარმოდგენილი იყო ჩაკეტილობის მრავალნაირად გადათამაშებული ნიმუშები და შედეგები. ძველი ციხის კამერები სხვადასხვა ავტორებს დაეთმოთ. მათ ნააზრევს ჩაკეტილობის თემაზე. საზოგადოებას ჩაკეტილობის შესაგრძნობად ეს პირდაპირი, ადვილად გასაშიფრი ციხის მეტაფორა დაჭირდა. თუმცა ეს სივრცე იქცა ინსპირაციის წყაროდ მხატვრებისთვის.
„ინსპირაცია მოვიდა სივრციდან გამომდინარე. როგორ შეიძლება შეიქმნას ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში ან როგორ მოქმედებს ჩაკეტილ სივრცეში მყოფებზე ხელოვნება. მე მაქვს თემა ფსევდოხელოვნებაზე. ანუ ჩაკეტილ სივრცეში როგორ იქმნება ფსევდოხელოვნება“, – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ამბროსი მელქაძემ.
პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ საპყრობილის სივრცე იქცევა თანამედროვე ხელოვნების ადგილად, საერთაშორისო სახელოვნებო სივრცედ თავისი მემორიალური მუზეუმით.
მაგრამ მანამდე, ჩაკეტილობაში შექმნილ მრავალფეროვნებას თავაზობენ პუბლიკას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ადამიანი არის შეზღუდული, სიცოცხლე არის ჩაკეტილი წრე, ვიცით დასაწყისი არ ვიცით დასასრული. შეზღუდული ვართ მოძრაობაში, ოცნებებშიც კი, ადამაინი არის ჩაკეტილ წრეში. დედამიწა ციხეა. ჩვენ ვერ გავცდით დედამიწის საზღვრებს ოცნებითაც, მაგრამ რომც გავცდეთ საზღვრები ყოველთვის იარსებებს“, -აღნიშნა ამბროსი მელქაძემ.
ადამიანმა ამ საზღვრებში უნდა იპოვოს უსაზღვროება.
გუბერსკის ციხე ამის შესაძლებლობას (უფრო ზუსტად შესაძლებლობის ილუზიას) ქმნის.
ნახეთ ფოტოგალერეა
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s