ფემიციდის მიზეზი განათლების დეფიციტშია – დისკუსია ქუთაისში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის ოფისის ორგანიზებით, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალების მიმართ გახშირებული ძალადობის პრობლემაზე, დისკუსია გაიმართა. შეხვედრის თემას „ქალთა მიმართ ძალადობა და ძალადობის აღმოფხვრის ტენდენციები“ წარმოადგენდა. აღნიშნული დისკუსიით, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს გამოეხმაურნენ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

მომხსენებლები და აუდიტორიის დიდი ნაწილიც სტუდენტებს წარმოადგენდნენ. ისინი ძალადობის სხვადასხვა მიზეზებს შეეხნენ, თუმცა ბევრ მიზეზთა შორის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად განათლების დეფიციტი დასახელდა.
„ძალადობის მიზეზი განათლების ნაკლებობაში მგონია. ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულებასაც ეს განაპირობებს. გამოსავალი განათლებაშია, რადგანაც სწორედ განათლება დაგვეხმარება, რომ ამ კუთხით ფუნდამენტური ცვლილება მოხდეს. მართალია მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება სისტემური ცვლილება, რაც აუცილებლად განათლებაშია“, – აღნიშნა სტუდენტმა ქრისტინა მაღლაკელიძემ.
სტუდენტები ერთგვარ გამოსავალს თემაზე ღია მსჯელობასა და დისკუსის არსებობაშიც ხედავენ. მათი თქმით, დისკუსია, რომელიც დღეს გაიმართა, ერთ-ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება დავიწყოთ, რადგან როდესაც თემა იხსნება სადისკუსიოდ ეს წინაპირობაა იმისა, რომ დავიწყოთ ფიქრი, როგორ შეიძლება პრობლემა მოვაგვაროთ.
დისკუსიას მოდერაციას სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებული მადონა ბასილაძე უწევდა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s