ქუთაისის ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2015 წელს განახლდება

ქუთაისის ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გაზაფხულზე დაიწყება.
reklama

აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსი, ანდრო მარჯანიშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, მეორე ეტაპის ფარგლებში, ცენტრალურ უბანში, ფალიაშვილის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება.
„ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი გაურკვეველი დროით იყო გადადებული. არჩევნების შემდეგ, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება,“ – განაცხადა ანდრო მარჯანიშვილმა.
ქუთაისის ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s