ღარიბაშვილს ავტომაგისტრალის გახსნაზე ქუთაისის თვითმმართველობაში დასაქმებულები ორგანიზებულად დაახვედრეს

kutaisiposti-ს ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნაზე პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ორგანიზებულად დაახვედრეს.
ika

არსებული ინფორმაციით, მერიის ჩინოვნიკებმა თვითმმართველობაში დასაქმებულებს დაავალეს 32 კმ-იანი მაგისტრალის გახსნაზე ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დახვედროდნენ. მერიის თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით მოხდა.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრემიერ მინისტრთან დახვედრის სურვილი თავად თანამშრომლებს ქონდათ და მათი წაყვანა იძულებით არ მომხდარა.
“არანაირი დავალება და დაძალება არ ყოფილა ავტომაგისტრალის გახსნაზე წასულიყვნენ. თვითონ გამოთქვეს წასვლის სურვლი და ჩვენ ნებართვა მივეცით”, – ირწმუნება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის 32 კმ-იანი შემოვლითი გზა გუშინ, 12:00 საათზე გახსნა. აღნიშნულ დროს თვითმმართველობაში დასაქმებულები სამსახურებივ საქმიანობას ასრულებენ (ადგილობრივ თვითმმართველობაში შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდეა). “მერე რაა, ესეც ერთგვარი სამუშაოა. რადგან, ქალაქის მომავალს ეხება”, – ამბობს ჯავახია.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s