„გურულებს აქვთ სურვილები, რომ „მოიცვან“ მთელი მსოფლიო“- ქუთაისში „გურული დღიურების“ პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში მწერლის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის გურული დღიურების პრეზენტაცია გაიმართა. გურული დღიურები გიორგი კეკელიძის პირველი პროზაული წიგნია. რომელიც მოგონებებზეა აგებული, მოგონებებზე, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლების გურიას უკავშირდება.
10609680_536671169768363_2189187771966540270_n

მიუხედავად სახელწოდებისა გურული დღიურების სათქმელი ზოგადდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. ავტორი ამას იმ მიზეზითაც ხსნის, რომ „მდგომარეობა, რომელიც 90- იან წლებს ახასიათებდა იყო გადამდები ნებისმიერი რეგიონისთვის. ეს არ არის მხოლიდდამხოლოდ ვიწრო კუთხური ტიპის წიგნი, არამედ ეს არის წიგნი ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ცხოვრობდა“, – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ავტორი აზუსტებს, რომ გურული დღიურები არ არის მხატვრული პროზა პირდაპირი მნიშვნელობით, უფრო ესეისტიკაა „მაგრამ მაინც შეთამაშებაა იმ ჟანრთან, რომელშიც აქამდე არ მიცდია ბედი“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.
მწერალი თავად გურულების გარკვეულ თვისებებსაც აღნიშნავს და ამბობს, რომ „გურულებს აქვთ სურვილები, რომ „მოიცვან“ მთელი მსოფლიო და შესაბამისად ეს სურვილები წიგნშიც არის მძაფრად წარმოდგენილი მთელი თავისი ლეგენდებით, ეთნიკური ნაწილით, იუმორით და ა.შ.“
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s