“ქუთაისის მერი არ არის „ბატონი“ და საჯარო მოსამსახურეები არ არიან „ყმები“ – რაში ადანაშაულებენ ქალაქის მერს?

ორგანიზაციის, “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენლებმა გია გოქაძემ და გიორგი აფრიდონიძემ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 55-ე, 78-ე და 79-ე მუხლების დარღვევაზე მიუთითეს.
აღნიშნულის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომამადგენლებმა ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ბრიფინგის თემას, ქუთაისისი შემოვლითი გზის გახსნაზე, სამუშაო საათებში საჯარო მოსამსახურეთა დიდი ნაკადის დასწრება წარმოადგენდა.

„ავტობანის გახსნას, საჯარო მოსამსახურეებიდან დაახლოებით 400 კაცამდე ესწრებოდა და ეს ხდებოდა ათის ნახევრიდან პირველის ნახევრამდე, ანუ სამუშაო საათებში. ეს 400 კაცი არ იყო იმ ძირითადი ფუნქციით დაკავებული, რაშიც ხელფასს იღებს და მომსახურებას უწევს ქალაქის მოსახლეობას“, – აღნიშნა გია გოქაძემ.
გია გოქაძემ ხაზი გაუსვა, რომ საჯარო მოსამსახურეების ავტობანის გახსნაზე ყოფნა ვერ მოხერხდებოდა ქალაქის მერის განკარგულების გარეშე.
„ეს იყო ქალაქის მერის ვერბალური განკარგულება, რომლის საფუძველზე ეს ხალხი „წაასხეს“ ამ ღონისძიებაზე“, – აღნიშნა გია გოქაძემ .
გოქაძემ აღნიშნა, რომ ქალაქის მერი არ არის „ბატონი“ და საჯარო მოსამსახურეები არ არიან „ყმები“.
„თუ ჩვენ გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ, ასეთი ბატონყმური დამოკიდებულებით ვერ გავხდებით“, – აღნიშნა გია გოქაძემ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s