3 დეკემბერს, ინვალიდთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საჩუქრებს გადასცემს. შშმ პირთა საჩუქრების სახელმწიფო შესყიდვისათვის მერიამ 9940 ლარზე ტენდერი მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 25 ნოემბერს სრულდება.
3 დეკემბერი ინვალიდების საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წელს გამოაცხადა.