სამყაროდან გარიყულები – პრაქსისში ფილმის „ობიექტი #8“ ჩვენება გაიმართა

„მთელი სამყაროდან ვარ გარიყული“,- ამბობს ფილმის ობიექტი #8 ერთ-ერთი გმირი. მსგავსი ადამიანები ფილმში კიდევ ბევრია. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრებისგან თავის დაღწევის მიზნით მიტოვებულ სახელმწიფო ობიექტებს ეფარებიან. შენობებს, რომლებიც მოკლებულია ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს.
10610662_310821339113628_2641606893105750800_n

ქუჩაში ისინი სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდნენ საბანკო კრედიტის, ოჯახური ძალადობისგან თავის დაღწევის, ოპერაციის დაფინანსებისთვის სახლის გაყიდვის, თუ სხვა მიზეზებით.კამერა მძიმე პირობებეს აფიქსირებს, ამ სივრცეში მყოფი ადამიანების სახეებს აღბეჭდავს, აჩვენებს სიღატაკეს ახლო ხედით, რომლიდანაც თვალის არიდება შეუძლებელი ხდება.
აღნიშნული დოკუმენტური ფილმი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა (ფილმის ავტორები; ბექა წიქარიშვილი და ვატო ჯორკოშვილი) და ქუთაისში პრაქსისის სივრცეში წარმოადგინა. აქვე გაიმართა დისკუსია.
ფილმის ავტორების თქმით, სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნულ უსახლკაროებზე. პირიქით, სახელმწიფო ობიექტში უნებართვოდ შემჭრელების კვალიფიკაციას აძლევს და არ თვლის თავს ვალდებულად სოციალური დახმარების გარდა სხვა დახმარება აღმოუჩინოს. სოციალური დახმარება თავის მხრივ სხვა პრობლემებს აჩენს – სახელმწიფო ობიექტებს თავშეფარებულები ვერ საქმდებიან, რადგან დასაქმების შემთხვევაში მათ სოციალური დახმარება მოეხსნებათ. შესაბამისად მათ დევნის გაუმართავი სოციალური დახმარების სისტემა, დევნის კაბალური საბანკო-საკრედიტო პოლიტიკა, ტრადიციები, კულტურა.
ფილმის ობიექტი #8 პრეზენტაცია ქუთაისის გარდა თბილისსა და ბათუმში გაიმართა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s