ქუთაისის თვითმმართველობაში კონკურსანტებთან გასაუბრებას არასამთავრობოები როტაციის პრინციპით დაესწრებიან

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდებიან.
dvali

გასაუბრება ატესტანტებისთვის (მერიის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც ატესტაცია გაიარეს) ხვალ დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით დვალმა გამართეს. დვალის განმარტებით, გასაუბრებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები როტაციის პრინციპის დაესწრებიან.
“საბოლოო ჯამში, გასაუბრებას მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. თუმცა, ეტაპობრივად ჩაანაცველებენ ერთმანეთს. რაც შეეხება, ვიდეო გადაღებას, ამაზე კომისია დღეს იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განმარტა დავით დვალმა.
თუ რამდენი დრო დაეთმობა თითოეულ კონკურსანტთან გასაუბერებას, მერი განმარტავს: “ეს ინდივიდულური იქნება. შეიძლება ზოგს 5 წუთი ეყოს, ზოგს უფრო მეტის დასჭირდეს”, – აღნიშნა მურღულიამ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s