“ქუთაისის საკრებულო ჯერ კიდევ არ არის შემდგარი. ამის ძვრები ახლა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ამ წლის მოწვევის საკრებულო უფრო განსხვავეულია, ვიდრე ადრე. თუმცა, ამას ჟურნალისტები უფრო ამჩნევთ. მხოლოდ იმას კი ნუ დაითვლით, თუ რამდენჯერ ავწიე ხელი საკრებულოს სხდომაზე. მერწმუნეთ, სხდომების გარეთ ძალიან ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე “, – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, “გაერთიანებული დემოკარტების” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით წიტაიშვილმა პრესკონფერენციაზე.
წიტაიშვილმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გასხვავებულ გარემოში და განსხვავებული ფორმატით ჩაატარა.
შეხვედრის ადგილი ჩაის სახლში გახლდათ. წიტაიშვილმა აღნიშნულის მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, ის შეეცდება პოლიტიკური პარტიებში პრესკონფერენციების ჩატარების არსებული სტერეოტიპი დაამსხვრიოს.
“რატომ არ უნდა ჩატარდეს პრესკონფერენცია თბილ გარემოში, ჩაისთან ერთად. ასევე, გარდა იმისა რომ მე დამისვამთ შეკითხვებს, ტრადიციულად როგორც ხდება ხოლმე, მინდა მეც გვკითხოთ, როგორი გსურთ იხილოთ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ან თუნდაც, ერთი რიგითი დეპუტატი”, – აღნიშნა წიტაიშვილმა.
დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში.
“გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენლემა დაანონსა, რომ ანალოგიურ შეხვედრას ჟურნალისტებთან ყოველ სამ თვეში ჩაატარებს.
თეკლე მორგოშია