ქუთაისში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა

ქუთაისში, რადიო „ძველი ქალაქის“ სივრცეში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა. მედიაცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, გენდერის მედიაცენტრი ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. გენდერული მედიაცენტრი ფოკუსირდება არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეზე, ამომრჩევლის, პოლიტიკური პარტიების, სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციებზე.
10734008_10202139571890498_8207306540652234951_n

მედიაცენტრი ასევე იმუშავებს მედიასთან იმ სტანდარტების დაწესების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და ქალთა საკითხებს ეხება.
გენდერის მედიაცენტრის ინიციატივით მოეწყობა სხვადასხვა ივენთები, რომელიც გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და არჩევნებში ჩართული მხარეების კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
ცენტრში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (557000934), რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება გენდერული ნიშნით ძლადობისა და დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრს.
გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში თელავში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიხსნება. რომელიც პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისთვის ფარგლებში“ იმუშავებს, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s